რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: ქვეყნის ეკონომიკა საომარ რელსებზე გადავიყვანეთ

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თქვით, ქვეყნის ეკონომიკა "საომარ რელსებზე" გადავიდა. ქარხნები მუშაობენ უკრაინული სამხედრო ტექნიკის შეკეთებასა და უკრაინული მხარის მიერ ხელში ჩაგდებული რუსული ტექნიკის გადაკეთებაზე.

"ჩვენ ქვეყნის ეკონომიკა საომარ რელსებზე გადავიყვანეთ. ქარხნები და ფაბრიკები აგრძელებენ მუშაობას, ასრულებენ საომარ შეკვეთას, არემონტებენ ტექნიკას, აქცევენ სამხედრო ალაფს იარაღად. ბრძოლისთვის საჭიროა, ქვეყანამ იმუშაოს, ყველამ თავის ადგილზე. თუ იძულებული გახდით, საცხოვრებელი დაგეტოვებინათ, იპოვეთ სამსახური ახალ ადგილას, თქვენი დახმარება ყველგან საჭიროა" - წერს რეზნიკოვი Facebook-ზე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები