რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

УП: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიკოლაევიდან ოკუპანტები სრულად განდევნეს

Українська правда-ს ინდოფრმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ნიკოლაევიდან რუსი ოკუპანტები სრულად განდევნეს და ხელში ჩაიგდეს დიდი რაოდენობის ჯავშანტექნიკა. 

ინფორმაცია ნიკოლაევის საოლქო ადმინისტრაციის მეთაურმა, ვიტალი კიმმა გაავრცელა.

"ოკუპანტები ქალაქიდან გაძევებული არიან. გვაქვს დიდი ნაალაფარი ტექნიკა. გავაძევეთ არა მხოლოდ ქალაქიდან, არამედ კულბაკინოდანაც (სამხედროა აეროდრომი), ხოლო ახლა ისინი უბრალოდ გარბიან", – წერს ვიტალი კიმი ტელეგრამზე. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები