რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფონ დერ ლეინი: თუ რუსეთი ომს არ შეწყვეტს, ევროკავშირი მზადაა, გაამკაცროს სანქციები

Yves Herman/Pool/AFP/Getty Images

ევროკომისიის პრეზიდენტის, ორსულა ფონ დერ ლეინის თქმით, ევროკავშირი მზადაა, სანქციები გაამკაცროს, თუ რუსეთი უკრაინასთან ომს არ შეწყვეტს. 

"აშშ-სთან კოორდინირებით, რეკორდულ დროში შევძელით შეგვექმნა, განგვევითარებინა და მიგვეღო სანქციები. სანქციები, რითიც დავადასტურეთ ჩვენი გადაწყვეტილება, ვაიძულოთ პუტინი გადაიხადოს  ომის ფასი. ამ ზომებს მსუბუქად ვერ ვიღებთ, მაგრამ, ასევე ცხადია, რომ უნდა ვიმოქმედოთ". - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა. 

მიმდინარე ომის მომავალზე ენტონი ბლინკენმაც ისაუბრა. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თქმით, ომი, სავარაუდოდ, ახლო მომავალში არ დასრულდება და აშშ-მ, ევროკავშირთან ერთად რუსეთზე ზეწოლა უნდა განაგრძოს

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოსე ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები