კრიმინალი

გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი გარდაბანში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი 
ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.

“დაკავებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავეს”. - წერს შსს.

ამჟამად, დაკავებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

კომენტარები