რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Wizz Air უკრაინელი ლტოლვილებისთვის 100 000 უფასო ბილეთს გამოყოფს

უნგრული ავიაკომპანია Wizz Air უკრაინელი ლტოლვილებისთვის 100 000 უფასო ბილეთს გამოყოფს. მსურველებს გაფრენა მარტში, უკრაინის ოთხი მეზობელი ქვეყნიდან შეეძლებათ. კომპანიამ ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"Wizz Air უკრაინელ ლტოლვილებს დაეხმარება, რომ მათთვის სასურველ დანიშნულების ადგილს მიაღწიონ, სადაც არ უნდა იყოს ის. ამიტომ, მათთვის 100 000 უფასო ბილეთს გამოვყოფთ. მსურველებს მარტში გაფრენა პოლონეთიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან და რუმინეთიდან შეეძლებათ. სხვა ლოკაციებზე კი მათ ფასდაკლებებს შევთავაზებთ". - წერია ავიაკომპანიის ფეისბუქის გვერდზე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები