რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ანძისა და სტადიონის განათება, დროშები – საგარეო უკრაინისთვის მხარდაჭერის სიას აქვეყნებს

1tv.ge

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის შეჭრის ფონზე საქართველოს მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარებისა და მხარდაჭერის ჟესტებს აქვეყნებს. ჩამონათვალში მოხვდა თბილისის ანძისა და ბათუმის სტადიონის უკრაინის დროშის ფერებში განათებაც. 

"საქართველომ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მყისიერად დააფიქსირა მზაობა და განახორციელა ქვეყნის ჰუმანიტარული დახმარება სხვადასხვა მიმართულებით". – წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ზელენსკის თქმით, მიზეზი საქართველოდან მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების ხელშეშლა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე "ამორალური დამოკიდებულებაა".

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმეორებს, რომ ხელისუფლება თანაუგრძნობს უკრაინას, თუმცა საქართველოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება. მან ასევე თქვა, რომ სანქციები ეფექტური არ არის, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის სოლიდარობის აქციის ჩატარებისთვის გააკრიტიკა.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები