დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი, ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში, უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ, რომ არავინაა და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არაა ეფექტური საშუალება. ისიც ვთქვათ, დღეს უკრაინაში ვინ ომობს – უკრაინელი ჯარისკაცი, ამიტომ, ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშეა. ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია, გაუთვლელი ნაბიჯები, სიტყვა-ქვედება არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი რისკის შემცველი. ჩვენ, როგორც ხელისუფალნი, რომლებიც პასუხისმგებელნი ვართ, როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკაზე, მოგვეთხოვება პასუხი და პასუხისმგებელნი ვართ ყველაფერზე. მიმართვაში ვთქვი, რომ როგორც პრემიერი, არაფერს გავაკეთებ, რაც ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს შეეწინააღმდეგება – არაფერს. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით ვიხელმძღვანელებ.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
პრემიერი: კიევი იბომბება და ამის შემჩერებელი არავინაა – სანქციები არაეფექტურია
tbl.ge/5vw8
დაკოპირდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომიომი უკრაინაშიირაკლი ღარიბაშვილისაქართველო-უკრაინაუკრაინარუსეთიქართული ოცნება
ამავე თემაზე
- Fire Point-ის დამფუძნებელი უკრაინულ ბალისტიკურ რაკეტებსა და ომის მიმართულებაზე საუბრობს
- Fire Point-ის დამფუძნებელი: შემოდგომით მოსკოვზე ბალისტიკური დარტყმები იქნება
- მასშტაბური იერიში უდმურტეთზე, დარტყმა როსტოვის პორტზე – უკრაინული დრონების მორიგი იერიში
- პუტინის მტკიცებით, უკრაინა თავის დასავლეთით მდებარე ტერიტორიებს "ადრე თუ გვიან დაკარგავს"
- პუტინის მტკიცებით, რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ "არანაირი აგრესია არ არსებობს"




