რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედია: ბელარუსის ჯარები უკრაინაში შევიდნენ

ბელარუსის ჯარები უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში შევიდნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ანტიტერორისტული თავდაცვის რეგიონული მმართველობის წარმომადგენელ ვიტალი კირილოვზე დაყრდნობით ავრცელებენ.

"ბელარუსი ომში ჩაება. ჩერნიგოვში ბელარუსის ჯარები შევიდნენ" - ნათქვამია განცხადებაში.

UNIAN-ი წერს, რომ სოფლების სლაბინი, პაკულის, მიხაილო-კოციუბინსკის მცხოვრებლები ცნობით, მათ ნახეს თეთრი წრით მონიშნული სამხედრო ტექნიკის გადაადგილება. ტექნიკის გადაადგილებას კი თან ახლავს მობილური კავშირის წყვეტა.

მიხაილო-კოციუბინსკის მცხოვრებლების ცნობით ბელარუსის სამხედრო კოლონამ 11:30-ზე ჩაიარა, კოლონაში 33 ერთეული სამხედრო ტექნიკა იყო, აქედან 11 გრადი.

მანამდე უკრაინის თავდაცვის სტრატეგიის ცენტრი იუწყებოდა, რომ არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ უკრაინაში შეიძლება ბელარუსიც შეიჭრას.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები