საქართველოს მთავრობა

წულუკიანი: რას ნიშნავს მეც? მე არ ვარ ც – მე ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც აჟღერებს პრემიერი

რაღაც ძალიან ცუდად ახსენებთ ამ ც-ს, რას ნიშნავს მე-ც? მე ვარ ამ მთავრობის წევრი, მე ვარ ამ პრემიერმინისტრის მიერ დანიშნული ამ მთავრობაში ვიცეპრემიერად და, რა თქმა უნდა, მე არ ვარ ც - მე ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც აჟღერებს პრემიერმინისტრი

ასე პასუხობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ჟურნალისტს, რომელმაც მას ჰკითხა, ეთანხმება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება უთანაგრძნობს უკრაინას, თუმცა საქართველოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება. მან ასევე თქვა, რომ სანქციები ეფექტური არ არის, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის სოლიდარობის აქციის ჩატარებისთვის გააკრიტიკა. 

კომენტარები