რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სამხრეთ კორეა რუსეთში სტრატეგიული საქონლის ექსპორტს ზღუდავს და SWIFT-ის სანქციებს უერთდება

მუნ ჯე ინი
Time

სამხრეთ კორეა რუსეთში სტრატეგიული საქონლის ექსპორტს ზღუდავს და უერთდება დასავლეთის სანქციებს, SWIFT-იდან გარიცხონ რუსული ბანკები. ამის შესახებ განაცხადა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

"კორეის მთავრობა გმობს რუსეთის სამხედრო თავდასხმას უკრაინის წინააღმდეგ და როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიანი წევრი, გადავყვიტეთ აქტიურად მონაწილეობა მივიღოთ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას სიტუაციის მშვიდობიანად გადაწყვეტისკენ, მათ შორის, ეკონომიკური სანქციებით". – წერია განცხადებაში

სტრატეგიულ საქონელს შორის, რომლის ექსპორტიც შეიზღუდება, არის ელექტროტექნიკა, ნახევრადგამტარები, კომპიუტერები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სენსორი და ლაზერი, ნავიგაცია და საავიაციო რადიოელექტრონიკა, საზღვაო და საავიაციო-კოსმოსური აღჭურვილობა.

სამხრეთ კორეა ასევე გაგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინაში, ოფიციალური გადაწყვეტილება ამის შესახებ აშშ-ს მთავრობას უკვე ეცნობა.

დღეს, 28 თებერვალს რუსეთისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილება სინგაპურმაც მიიღო. სანქციები შეეხება საბანკო და საფინანსო შეზღუდვებს და კონტროლს იმ პროდუქტზე, რომელიც შესაძლოა, ომში უკრაინის საწინააღმდეგოდ იქნას გამოყენებული. 

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს.

მის პარალელურად, მსოფლიო ბანკთაშორისი სისტემიდან, SWIFT-იდან გაირიცხება რამდენიმე რუსული ბანკი. 

ამასთანავე, 27 თებერვალს ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა - სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა.

კომენტარები