რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩამოშლის შიშით მოსკოვის საფონდო ბირჟა არ იხსნება, ვებ-გვერდი კი გათიშულია

მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა 28 თებერვლის დილას არ დაიწყო, ოფიციალური წყაროს ცნობით, ბირჟის გახსნა თბილისის დროით 16:00-მდე გადაიდო. გათიშულია MOEX-ის ვებ-გვერდიც, რისი ზუსტი მიზეზიც, ჯერჯერობით, უცნობია. შესაძლოა, ვებ-გვერდის გათიშვა კიბერშეტევას უკავშირდებოდეს. 

მოსკოვის საფონდო ბირჟის არ გახსნის მთავარი მიზეზი პანიკური ვაჭრობის დროებით შეკავებაა. ექსპერტების შეფასებით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია რუსეთის კაპიტალის ბაზრის და საფინანსო სექტორის ჩამოშლა და აქციების ფასების რეკორდული ვარდნა, რისი მიზეზიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებია.      


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები