რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სტოლტენბერგი: ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მეტის გასაკეთებლად

Bloomberg

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, კრემლის მიზნები მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება. შეჭრამ უზარმაზარი ტანჯვა მიაყენა უკრაინელ მოსახლეობას, ამიტომ დასავლელი ლიდერები "მზად უნდა იყვნენ მეტის გასაკეთებლად"

"მსოფლიო რუსეთსა და ბელარუს მათი ქმედებებისთვის პასუხს აგებინებს. რუსეთი, როგორც აგრესორი, ბელორუსია, როგორც ხელშემწყობი". - აღნიშნა სტოლტენბერგმა. 

სტოლტენბერგის ისაუბრა, თუ რამდენი ჯარიკაცი განალა NATO-მ აღმოსავლეთ ფრონტზე. 

"კოლექტიური თავდაცვის კონტექსტში ჩვენ პირველად ვაყენებთ NATO-ს საპასუხო ძალებს. ჩვენ ვსაუბრობთ ათასობით ჯარზე, საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობებზე".- აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ,

კომენტარები