რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედია: უკრაინელებმა კუნძული ზმეინი დაიბრუნეს

კუნძული ზმეინი

უკრაინელებმა კუნძული ზმეინი, რომლის მცველი 13 უკრაინელი სამხედრო გასულ დღეს, 24 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ძალებს არ დანებდა და ყველა მათგანი დაიღუპა, დაიბრუნეს. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ავრცელებს.

განახლება 28.02.2022: უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფრომაციით უკრაინელი სამხედროები რუსმა ოკუპანტები ტყვედ აიყვანეს.

რუსებმა უკრაინელ სამხედროებს ორჯერ გაუმეორეს: "მე რუსული სამხედრო ხომალდი ვარ. გთავაზობთ დაყაროთ იარაღი და დაგვნებდეთ სისხლისღვრისა და გაუმართლებელი მსხვერპლის ასაცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაგბომბავთ!", რაზეც უკრაინელებმა უპასუხეს: "რუსულო საომარო ხომალდო, იძი ნა*უი!".

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები