რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კიევში 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი იწვის

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევის თავზე რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ის კიევის ერთ-ერთ რაიონში, დარნიცკის რაიონში ჩამოვარდა და საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. შენობას ცეცხლი წაეიკდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ცნობით, საფრენი აპარატი კალიბრის ტიპის რაკეტა იყო. მისივე თქმით, შესაძლოა, სამოქალაქო პირები დაიღუპნენ.

დაახლეობით ერთი საათია, რაც კიევში ძლიერი აფეთებების ხმები ისმის. 

გერაშენკომ დაწერა რომ "კიევზე დარტყმები ფრთიანი ან ბალისტიკური რაკეტებით მიმდინარეობს".

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები