რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Newsweek: კიევი 96 საათში შეიძლება დაეცეს

გამოცემა Newsweek-ის ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო ძალებმა, შეიძლება, უკრაინის დედაქალაქი კიევს რამდენიმე დღეში აიღონ. ინფორმაციას გამოცემა სამ ამერიკელ თანამდებობის პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

Newsweek-ი წერს, რომ ანონიმური წყაროების ცნობით, ვლადიმირ პუტინის მიზანია ალყაში მოაქციოს უკრაინული ძალები და ან გაანადგუროს ისინი, ან დანებება აიძულოს. გამოცემის წყაროები ელიან, რომ კიევი 96 საათში დაეცემა. უკრაინის მთავრობა კი მომდევნო კვირაში დაემხობა.

"მას შემდეგ რაც საჰაერო და საარტილერიო შეტევა დასრულდება და ხმელეთზე ბრძოლა უშუალოდ დაიწყება, ვფიქრობ, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცემა. არმიამ შეიძლება უფრო დიდხანს გაძლოს, მაგრამ ძალიან დიდხანს ვერ გაძლებს." – თქვა Newsweek-თან საუბრისას აშშ-ს სადაზვერვო სამსახურების ყოფილმა წარმომადგენელმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები