რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იძულებითი, მაგრამ აუცილებელი ზომა – კიევში კომენდანტის საათი გამოცხადდა

რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის ფონზე კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დედაქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა. 

"მეგობრებო! კიევი დღეიდან კომენდანტის საათს აწესებს, რომელიც იმოქმედებს საღამოს 22:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე. ეს იძულებითი ზომაა, მაგრამ სამხედრო აგრესიით გამოწვეულ ვითარებაში აუცილებელია დედაქალაქის მცხოვრებთან უსაფრთხოებისთვის". – წერს ვიტალი კლიჩკო. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები