ზახაროვა დიდი ბრიტანეთის საგარეოს: უკრაინას უკვე დაეხმარეთ, დაისვენეთ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა, საკუთარ TELEGRAM-ზე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმათა სამინისტროს განცხადებას უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით

"თქვენ უკვე დაეხმარეთ. დაისვენეთ".- წერს მარია ზახაროვა. 

რუსი მაღალჩინოსანი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში ჯეიმს კლევერლის პასუხობს, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 

"უკრაინა არ არის ნატოს წევრი, მაგრამ ჩვენ მას მხარს ვუჭერთ და თავდაცვის საკითხებში დავეხმარებით".-  თქვა კლევერლმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.

 

კომენტარები