რადას თავმჯდომარე: დეპუტატები, რომლებიც უკრაინას დატოვებენ, ჩაითვლებიან მოღალატეებად

რუსლან სტეფანჩუკი
pravda.com.ua

"სახალხო დეპუტატები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიას დატოვებენ, ჩაითვლებიან მოღალატეებად".- ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა თქვა. 

მიმართვა სტეფანჩიუკის FACEBOOK-ზე ვრცელდება.

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, სახალხო დეპუტატები მზად უნდა იყვნენ, კონკრეტულ დროსა და ადგილას შეიკრიბონ და იმუშაონ

"გთხოვთ ყველა დეპუტატს, დარჩით კიევში".- დასძინა სტეფანჩიუკმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.

 

კომენტარები