რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსული სამხედრო მანქანები უკრაინაში ყირიმის გავლით შევიდნენ

რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა ანექსირებულ ყირიმში. 18 იანვარი, 2022 წ.
AP

უკრაინის მესაზღვრეების მიერ გავრცელებულ ვიდეოს მიხედვით, რუსული სამხედრო მანქანები უკრაინაში ყირიმის გავლით შევიდნენ.

დღეს დილით გავრცელებული ვიდეოს თანახმად, ბელარუსის სასაზღვრო პუნქტიდან  ჯარისკაცებისა და სამხედრო მანქანების კოლონა უკრაინაში შედიოდა. ვიდეო გადაღებულია ადგილობრივი დროით დილის 6:48 საათზე, უკრაინაში, სენკოვკასა და ბელორუსში, ვესელოვკას შორის საზღვარზე.

მანამდე უკრაინის სასაზღვრო დაცვამ  CNN-ს განუმარტა, რომ მათ საზღვრებს თავს დაესხნენ რუსეთი და ბელარუსი "არტილერიის, მძიმე ტექნიკისა და მძირე იარაღის გამოყენებით". 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.

კომენტარები