უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვალს უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასის რეგიონში, სამხედრო მოქმედებების ზონაში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა. უკრაინის დედაქალაქ კიევში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში აფეთქების ხმა ისმის. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. უკრაინამ საჰაერო სივრცე ჩაკეტა. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.





