რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები

NATO

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი რუსეთის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას გამოეხმაურა.

"მტკიცედ ვგმობ რუსეთის დაუფიქრებელ და არაპროვოცირებულ თავდასხმას უკრაინაზე, რაც საფრთხეს უქმნის უამრავი ადამიანის სიცოცხლეს. ჩვენი გაფრთხილებების და დიპლომატიაში ჩართვის დაუღალავი მცდელობების მიუხედავად, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთმა კვლავ აგრესიის გზა აირჩია.

ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და სერიოზული საფრთხე ტრანს-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. NATO-ს მოკავშირეები რუსეთის აგრესიული მოქმედებების განხილვისთვის შეხვდებიან. ამ საშინელ დროს ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით. NATO ყველაფერს გააკეთებს წევრების დასაცავად." - ნათქვამია გენერალური მდივნის განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა. უკრაინის დედაქალაქ კიევში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში აფეთქების ხმა ისმის.

კომენტარები