კორონავირუსი და შეზღუდვები

გაბუნია: მწვანე საშვმა შეასრულა ის ფუნქცია, რაც შეეძლო ვაქცინაციის სტიმულირების კუთხით

მწვანე პასპორტს გარკვეული პერიოდი ჰქონდა ვაქცინაციის პროგრამის სტიმულირების ეფექტი, თუმცა, ეს ეფექტი გაჩერდა. ყველაზე კარგი გამოცდილება ის გამოცდილებაა, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ჩვენი პრაქტიკის მაგალითზე. ზოგიერთ ქვეყანას, რომელსაც 20% აქვს ვაქცინაცია, არც არასდროს მოუფიქრებია მწვანე პასპორტის შემოღება, ესეც შეგიძლიათ ნახოთ. გამომდინარე აქედან, დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ის ეფექტური მექანიზმები ვაქცინაციის პროგრამის წახალისებისთვის, რომელიც მუშაობს რეალურად და ეს არის ფინანსური სტიმულირება, როგორც ბუსტერ დოზაზე, ასევე 50 წლის ზემოთ პირების პირველად ვაქცინაციაზე. ამ ტიპის წახალისების პროგრამა გაგრძელდა და ასევე ვაქცინაციის წახალისებითვის ვმუშაობთ როგორც უშუალო კომუნიკაციის ფორმატში, ასევე ადგილებზე ვაქცინაციის ფორმატში. მწვანე საშვმა შეასრულა ის ფუნქცია, რაც შეეძლო რომ შეესრულებინა ვაქცინაციის სტიმულირების კუთხით, ახლა საჭიროა სხვა კუთხით ამ ყველაფერს შევხედოთ.

ამბობს ჯანდაცვის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია. დღეიდან ქვეყანაში მწვანე პასპორტის მოთხოვნა სავალდებულო აღარ იქნება.

კომენტარები