დაავადებათა ეროვნული ცენტრის ცნობით, 30 იანვრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 710 914 აცრა. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 333 296, რაც ზრდასრული მოსახლეობის 46.4%-ია.
მათივე ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულია 1 219 428 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 42.4%-ს შეადგენს.
ასევე:
- ბუსტერ დოზით აცრილია 155 915
- 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 898 (2.20%) სრულად აცრილია -2 737 (1.54%)
- 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 424 (15.32%) სრულად აცრილია- 10 840 (13,37%)
- 29 იანვარს ჩატარდა 5 156 აცრა
30 იანვრის მონაცემებით, Covid 19-ით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 69 190 ტესტი და დადასტურდა 17 265 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 5 947 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 24.95%, ბოლო 14 დღის - 20.01%, ხოლო ბოლო 7 დღის - 23.24
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.