კორონავირუსი საქართველოში

როგორია COVID-19-ის ბოლო 3 თვის სტატისტიკა საქართველოში – NCDC-ს მონაცემები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 19 397 შემთხვევა დადასტურდა. 

ტაბულას მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის დეკებერში ჩატარდა 200 011 ტესტი და დადასტურდა 2 849 შემთხვევა. დადებითობის მაჩვენებელი 1.42 % იყო. 

2023 წლის იანვარში დადებითობის მაჩვენებელი იყო 4.29%. ჩატარდა 165 363 ტესტი და აქედან კორონავირუსი დაუდასტურდა 7 088 ადამიანს. 

NCDC-ის ცნობით, იანვარში COVID-19-ით დაინფიცირდა 9 460 ადამიანი, ჩატარდა 140 378 ტესტი. დადებითობის მაჩვენებელმა კი 6.74%-ს მიაღწია. 

ბოლო სამი თვის მონაცემებით, კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა 505 752 ადამიანმა. დადებითობის მაჩვენებელი კი 3.84%-ს შეადგენს. 

რაც შეეხება სიკვდილიანობის სტატისტიკას, NCDC-მა სტატისტიკის ეროვნულ ცენტრთან გადაგვამისამართა. 

კომენტარები