Covid 19-ით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 69 190 ტესტი და დადასტურდა 17 265 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 5 947 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 24.95%, ბოლო 14 დღის - 20.01%, ხოლო ბოლო 7 დღის - 23.24%.
ინფიცირების 17 265 ახალი შემთხვევიდან თბილისში 8 980 გამოვლინდა, აჭარაში - 1 913, იმერეთში - 2 247, ქვემო ქართლში - 870, შიდა ქართლში - 679, გურიაში - 264, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 944, კახეთში -657, მცხეთა-მთიანეთში - 408, სამცხე-ჯავახეთში - 266, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 37.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 146 527, საიდანაც 5 191 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 2 061 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 139 275 - ბინაზე.
მძიმე პაციენტია 1 007, მათგან 272 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 162 773 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 001 275 პაციენტი და გარდაიცვალა – 14 945.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.