ევროპული საქართველო

წერეთელი: რუსეთის რეაქცია მიუთითებს, რომ ევროპელების აქცია სწორი და საჭირო პოზიცია იყო

ევროპული საქართველო,

ევროპული საქართველოს წევრები, გიგი წერეთელი და გიორგი კანდელაკი ბრიგინგზე პარტიის მიერ ორგანიზებული უკრაინის მხარდამჭერი აქციის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში გამოგზავნილ საპროტესტო ნოტას გამოეხმაურნენ. წერეთლის თქმით, საქართველოს მთავრობის სიჩუმის ფონზე ევროპული საქართველოს მიერ ორგანიზებული აქცია "სწორი და საჭირო პოზიცია" იყო, რაზეც, მისივე შეფასებით, რუსეთის რეაქციაც მიუთითებს. 

"ეს არის ძალიან მკაფიო მაგალითი რუსეთის სახელწმიფო პროპაგანდის, ამგვარია სტრატეგია, რომ სხვას უნდა აბრალო და რუსეთი არასდროს არაფერში არ არის დამნაშავე, ის არასდროს არაფერს აშავებს. ასე ცდილობენ პროგანდისტული უპირატესობა მოიპოვონ და, რა თქმა უნდა, არ ვიცი, რა ვუწოდო იმას, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც, პრაქტიკულად, ყოველთვის მხარს უჭერს დარღვევას, ფეხქვეშ გათელვას ყველა საერთაშორისო დოკუმენტის, ეს ეხება ადამიანის უფლებებს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას თუ სხვას, ახლა საუბრობს იმაზე, რომ თურმე ყოფილი სამინისტროს შენობაში შუქი ჩაქრა. ჯერ ერთი, ჩვენ არ გვინახავს, შუქი ჩაქრა თუ არა, ძალით ჩააქრობდნენ თავად და ამას გამოიყენებდნენ განცხადების საპასუხოდ. ეს ანახებს დღევანდელი რუსული ხელისუფლების პოლიტიკის. 

ძალიან მნიშვნელოვანი მეორე საკითხია, კიდევ უფრო მთავარი, ვიდრე განცხადების ეს ნაწილია, რომ საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობისა და აბსოლუტურად მიუღებელი სიჩუმის ფონზე უკრაინასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი პროტესტი, სწორი პოლიტიკური პოზიციონირება, ის, რაც, ევროპულმა საქართველომ გააკეთა, ძალიან საინტერესო პერფორმანსით, არის სწორი, მართალი და საჭირო პოზიცია და ეს რეაქცია რუსეთის მხრიდან ამაზე მიუთითებს". - ამბობს გიგი წერეთელი.  

გიორგი კანდელაკის თქმით კი, უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოს მხრიდან "რამის კეთებად" მხოლოდ უმაღლეს აღამსრულებელ, პრემიერმინისტრის დონეზე აქტივობა ჩაითვლება, რაც, მისივე სიტყვებით, არა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის კიევში ჩასვლას, არამედ უკრაინასთან ერთად ერთობლივ მოქმედებას გულისხმობს. 

"თუ ეს არ გააკეთა საქართველომ, რაც არის ჩვენი სასიცოცხლო ინტერესი, ამით მთავრობა დააზიანებს მომავალში ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციისა და დევნილთა დაბრუნების საკითხს, მათ შორის, თუნდაც იმ უძრავი ქონების საკითხს, რომელიც არის ჩვენი დევნილების კუთვნილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე. როცა ეს შესაძლებლობის ფანჯარა მომავალში გაიხსნება, ჩვენ არ ვიცით, როდის, შეიძლება, ძალია მალე, მაშინ დღევანდელი პასიურობის გამო შეიძლება ეს ფანჯარა გამოუყენებელი დარჩეს და დასავლეთის მაღალი დონის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს დეოკუპაციის საკითხი აღარ იყოს აქტუალური არასდროს. ახლა უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე პასიურობა ნიშნავს მომავალში დეოკუპაციაზე, დევნილთა დაბრუნებაზე ხელის აღებას". - ამბობს კანდელაკი.   

რუსეთმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პარტია ევროპული საქართველოს მიერ ჩატარებული უკრაინის მხარდამჭერი აქციის გამო დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა.

26 იანვარს ევროპული საქართველომ რუსეთის ყოფილ საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართა. შენობის კედლებზე სპეციალურად მომზადებული კლიპი გავიდა, მასზე ფრიალებდა უკრაინის დროშაც.

კომენტარები