COVID-19

WHO-ს ხელმძღვანელი: ნარატივი, რომ ომიკრონი მსუბუქი შტამია, შეცდომაში შემყვანია 

ნარატივი, რომ ომიკრონი მსუბუქი შტამია, შეცდომაში შემყვანია. ნუ დაუშვებთ შეცდომას, ომიკრონი ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას იწვევს, სამედიცინო დაწესებულებები კი ნაკლებად მძიმე შემთხვევებითაც იტვირთება. 

მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით ნაკლებად მძიმეა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მსუბუქ ვარიანტად უნდა იყოს კატეგორიზებული. 

განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ იმ ქვეყნების მდგომარეობით, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია, რადგან აუცრელი მოქალაქეები მძიმე ავადმყოფობისა და გარდაცვალების მაღალი რისკის წინაშე დგანან. 

თქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა. 

კომენტარები