COVID-19

FBI-ს ცნობით, COVID-19-ის გავრცელება ვუჰანის ლაბორატორიაში მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია

ქრისტოფერ ვრეი
REUTERS/Michael A. McCoy

აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის, ქრისტოფერ ვრეის თქმით, COVID-19-ის პანდემიის გავრცელება ჩინეთის ქალაქ ვუჰანის ლაბორატორიაში მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია. 

"FBI-ში დიდი ხანია ფიქრობენ, რომ პანდემია დიდი ალბათობით ვუჰანის ლაბორატირიაში მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია". - თქვა ქრისტოფერ ვრეიმ Fox News-თან ინტერვიუში. 

დამატებითი დეტალების გასაჯაროებისგან  FBI-ს დირექტორმა თავი შეიკავა, რადგან მისივე თქმით, ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. 

ქრისტოფერ ვრეიმ ჩინეთის მთავრობა პანდემიის გამომწვევი მიზეზების გამოძიების შეფერხების მცდელობაში დაადანაშაულა. 

კომენტარები