COVID-19

WHO-ს გადაწყვეტილებით COVID-19-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა დასრულებულია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, COVID-19 საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნების საფუძველს აღარ წარმოადგენს.

"დიდი იმედით ვაცხადებ, რომ COVID-19 საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნების საფუძველს აღარ წარმოადგენს. კოვიდმა სამყარო შეცვალა, ჩვენ შეგვცვალა და ასეც უნდა იყოს. თუ ანალოგიურად მოვიქცევით, როგორც ამას COVID-19-მდე ვაკეთებდით, გამოვა რომ ვერაფერიც ვერ გვისწავლია, ე.ი ჩვენ იმედები გავუცრუეთ მომავალ თაობებს". - აღნიშნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმება არ ნიშნავს, რომ კოვიდი მსოფლიოს ჯანდაცვისთვის გამოწვევას აღარ წარმოადგენს.

კორონავირუსთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა (PHEIC) WHO-მ 2020 წლის 30 იანვარს გამოაცხადა და მას შემდეგ ყოველ სამ თვეში ჩატარებული შეხვედრების შემდეგ პანელი მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას კვლავ ამ სტატუსით აფასებდა.

თუმცა, ბოლო პერიოდში ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა, თავის მიერ დაწესებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმება დაიწყო, რამაც ჯანდაცვის ექსპერტებს საკითხის უფრო ფართო განხილვისკენ უბიძგა.

კომენტარები