COVID-19

ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

"2021 წელს მე მივმართე სადაზვერვო საზოგადოებას, რათა გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი COVID-19-ის წარმოშობის გამოსაკვლევად და ეს სამუშაოები ახლაც გრძელდება. ჩვენ უნდა ჩავიდეთ COVID-19-ის წარმოშობის საფუძვლებში, რათა მომავალში პანდემიების აცილება შევძლოთ."- წერია თეთრი სახლის განცხადებაში.

ჯო ბაიდენის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია COVID-19-ის წარმოშობასთან დაკავშირებით საიდუმლო ინფორმაციების, მათ შორის უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან პოტენციური კავშირის შესახებ, განხილვებს გააგრძელებს. ამასთან, თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი საკონსტიტუციო უფლებამოსილების შესაბამისად რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას გააზიარებს.

კომენტარები