საპროტესტო აქციები ყაზახეთში

აეროპორტების გაერთიანება: ყაზახეთიდან ქუთაისისკენ 68 ადამიანი მოფრინავს

cntraveler

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანიდან ქუთაისის მიამრთულებით 68 ადამიანი მოფრინავს. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანებაში ადასტურებენ.

როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს აეროპორტების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა, ნანა ბარამიძემ უთხრა, რეისი ქუთაისის აეროპორტში თბილისის დროით 15:30-ზე დაეშვება.

კითხვაზე, იმყოფებიან თუ არა ბორტზე საქართველოს მოქალაქეები, ბარამიძე ამბობს, რომ ამ ინფორმაციას აეროპორტის ოპერირების სამსახური ვერ დაადასტურებს.

"გიდასტურებთ, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანიდან უკვე გამოფრინდა ავიაკომპანია FlyArystan​-ის თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენი დროით 15:30 საათზე დაჯდება. 68 მგზავრი იმყოფება ბორტზე და დარჩენილ მგზავრებს აქედან ავიაკომპანია უკან დააბრუნებს ყაზახეთის დედაქალაქში". – ამბობს ნანა ბარამიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.


ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო.

საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში საწვავის ფასის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო. პირველ იანვარს ერთი ლიტრი თხევადი გაზის ფასი 50-60 ტენგედან 120 ტენგემდე გაიზარდა. რეგიონში საწვავად ძირითადად თხევად გაზსს იყენებენ.

მოგვინებით აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აქთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც. საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნას მალევე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დაემატა. რამდენიმე ქალაქში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

მთავრობა გადადგა, პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი კი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა.

ქალაქ ალმათიში დემონსტრანტებმა დაიკავეს მერიის შენობა.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია მთელ ქვეყანაში.

ქვეყნის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი განცხადებით, ის გაუძღვება ყაზახეთის უშიშროების საბჭოს. ეს პოზიცია სამუდამო ვადით ებარა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, ნურსულთან ნაზარბაევს.

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციამ (ОДКБ) ყაზახეთში ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყაზახეთში დაძაბულობის ზრდის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სიტუაციასთან გამკლავებისთვის დახმარება  სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. რუსეთმა, ОДКБ-ს მისიის ფარგლებში, ყაზახეთში სამხედროების შეყვანა დაიწყო.

Reuters-თან საუბარში ყაზახმა დისიდენტმა, ბანკირმა, პოლიტიკური პარტიის – ყაზახეთის დემოკრატიული არჩევნის ლიდერმა და ყაზახეთის ენერგეტიკის ყოფილმა მიინისტრმა, მუხთარ აბლიაზოვმა თავს ოპოზიციის ლიდერი უწოდა და დასავლეთს დახმარებისკენ მოუწოდა.

კომენტარები