სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

კანდელაკი კობახიძეზე: პირადად აშშ-ს ელჩის სამარცხვინო უპატივცემულობაა

ეს ნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ შეგნებულად მიიღო აშშ-ს ადმინისტრაციასთვის კონფრონტაციაში შესვლის სიგნალის გაგზავნის გადაწყვეტილება. მე ასე ვიტყოდი - ეს არის პირადად აშშ-ს ელჩის, მათ შორის, საქართველოსთვის სამარცხვინო უპატივცემულობა და ასეთი რამ საქართველო აშშ-ს ურთიერთობის ისტორიას არ ახსოვს. მე, უბრალოდ, არ მახსენდება.

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ფორმულასთან ინტერვიუში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელმაც აშშ-ს საელჩოს კრიტიკის საპასუხოდ თქვა, "ასეთი განცხადებები არყევს ხალხის ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ". საელჩოს შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით ქართულმა ოცნებამ ძირი გამოუთხარა მთავრობის განგარიშვალდებულებას, ასევე, კიდევ უფრო შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ.

კომენტარები