საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა შალვა პაპუაშვილი თავმჯდომარედ აირჩია

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა.  88 მომხრე და 1 წინააღმდეგი - დეპუტატებმა პაპუაშვილი აირჩიეს. 

"ეს არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინაშე. შესაბამისად, ამ თანამდებობაზე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ჩვენს ქვეყანას და ხალხს ღირსეულად ვემსახურო".- თქვა პაპუაშვილმა. 

24 დეკემბერს კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა და დეპუტატის მანდატიც დატოვა. კუჭავა ამბობს, რომ “მნიშვნელოვან პროექტზე” იმუშავებს. 

განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის პოსტზე შალვა პაპუაშვილს გიორგი ამილახვარი ჩაანაცვლებს. 

შალვა პაპუაშვილი მმართველი პარტიის ახალი სახეა, რომელიც გუნდს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შეუერთდა. ის ქართული ოცნების გამორჩეულად წინააღმდეგობრივი ფიგურაა. საჯარო სივრცეში გატარებული მცირე დროის მიუხედავად, მისი პოლიტიკური რეპუტაცია სამოქალაქო ინსტიტუტებზე თავდასხმას დაუკავშირდა.

კომენტარები