სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

წილოსანი ინსპექტორზე: ცვლილებებზე არცერთი არგუმენტი არ არსებობს, რატომ არის ცუდი

ყველა ადამიანი, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო მეგობრები და რიგი ადამიანები თუ აკეთებენ აქცენტს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ეს არის მხოლოდ დაჩქარებულად მისი განხილვა და გამომდინარე იქიდან, რომ საშემოდგომო სესია იხურება, გარკვეულწილად, ამას ძალიან ობიექტური ახსნა აქვს. 

ამ რეფორმის და ამ ცვლილებთან დაკავშირებით არცერთი არგუმენტი არ არსებობს, რატომ არის ეს ცუდი და მიუღებელი. შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ სწორედ ასეთუ გამიჯვნა არის სწორი მოდელი. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი მთავართან ინტერვიუში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმებაზე მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ქართული ოცნება კანონპროქტს დაჩქარებულად განიხილავს. 

კომენტარები