სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

თოლორაია: ტროლების ქარხანა ამუშავდა, ჩანს, არც წითელი ხაზების კვეთას აქვს საზღვარი

სამართლებრივ და მორალურ ბრძოლაში რომ მარცხდები, ტროლების და ბოტების გამოყენებით შტურმი შემდეგ იწყება ხო? მინდა გაცნობით, რომ გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან ეს "ქარხანა" აქტიურად ამუშავდა.

წითელი ხაზები დიდი ხანია გადაკვეთილია, მაგრამ წითელი ხაზების კვეთასაც ხომ აქვს საზღვარი. როგორც ჩანს, არც ამას აქვს. ვწუხვარ.

წერს სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია. გუშინ, 28 დეკემბერს პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმებაზე ქართული ოცნების კანონპროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა

კომენტარები