სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორზე: გაუქმებაზე არცაა საუბარი, ერთი სამსახური ორით ჩანაცვლდება

გაუქმებაზე არც არის საუბარი, რეალურად, ერთი სამსახური ჩანაცვლდება ორი სამსახურით. არავითარი ფორმით არ იკვეცება კომპეტენციები, პირიქით, ფართოვდება კიდეც საგამოძიებო ნაწილის უფლებამოსილებები. თავის დროზე იყო არაერთი რეკომენდაცია, მათ შორის იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები, რომ ეს ორი ფუნქცია ყოფილიყო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. არის აბსოლუტურად განსხვავებული ორი ფუნქცია, რომელიც თავმოყრილი არის ერთ უწყებაში - ერთი ეს არის პერსონალური მონაცემების დაცვა და მეორე არი გამოძიება. ამ ორ ფუნქციას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს, უფრო მეტიც, არის ინტერესთა კონფლიქტი. აქედან გამომდინარე, იყო ეს რეკომენდაცია, თუმცა მაშინ იყო პოლიტიკური მოცემულობა, რის გამოც გადაწყდა ერთიანად ასეთი სამსახურის შექმნა.

დღეს არის ალბათ დრო იმისათვის, რომ სათანადოდ გაიმიჯნოს ეს ორი აბსოლუტურად დამოუკიდებელი ფუნქცია. ეს არის წმინდა სამართლებრივი და ინსტიტუციური საკითხი და შემიძლია გითხრათ, რომ ეს კანონპროექტი, რაც არის ინიცირებული, სამართლებრივადაც და ინსტიტუციურად არა მხოლოდ აბსოლუტურად გამართული, არამედ აუმჯობესებს დღეს არსებულ მდგომარეობას.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედთან ინტერვიუში. ქართული ოცნების კანონპროექტით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და თანამდებობა უქმდება. 

კომენტარები