სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

სააკაშვილი: ინსპექტორის სამსახური მიმდინარე გამოძიების, ჩემი წამების გამო უქმდება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება არსებული მიმდინარე გამოძიების, ჩემს მიმართ გამოყენებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო.

ასევე, იმისთვის, რომ ინსპექტორს ხელთ აქვს არა ის დამონტაჟებული კადრები, რომლებიც საკმაოდ შემაძრწუნებელი იყო მსოფლიოსთვის, (მაგრამ მათი აზრით ყველაზე რბილი ნაწილი იყო) არამედ სრული ვერსია, სადაც ბევრად უფრო სასტიკი მოპყრობაა ასახული.

სახელმწიფო ინსპექტორის მოსალოდნელი დასკვნა მყარ საფუძველს შექმნიდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჩემი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისთვის.

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართული ოცნების კანონპროექტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმება იგეგმება. სახელმწიფო ინსპექტორის მიერ 7 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის კადრების გავრცელების გამო ჯარიმა დაეკისრა.

კომენტარები