ჩვენ ყოველთვის ვაცხადებთ, რომ გამოწვევები რჩება. დღეს, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვაქვს ეკონომიკის ზრდა და გაჯანსაღება – ეს რეალურად არის აღდგენა. იმიტომ, რომ 2020 წელი იყო ძალიან მძიმე წელი და ახლა ეს ზრდა ემსახურება იმ ნეგატივის განეიტრალებას, რომელიც პანდემიამ მოიტანა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვეულებრივი ზრდა, ეს არის ზრდა, რომელიც არსებულ ნეგატივს ანეიტრალებს და ამსუბუქებს.
tbl.ge/5sza
დაკოპირდა

თქვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.
საქსტატის ცნობით, 2021 წლის III კვარტალში მშპ 9.1%-ით გაიზარდა. საქართველოს მთავრობა წლის ბოლოს მინიმუმ 10%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს.
2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი 2020 წელს დაფიქსირებული 6.8%-იანი შემცირებაა. ამ მოვლენას საბაზისო ეფექტი ეწოდება, როცა გასული წლის ვარდნა წლევანდელი მონაცემების ზრდას უწყობს ხელს, რადგან ქვეყნის მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი წინა წლის მონაცემებთან შედარებით გამოითვლება.
ამავე თემაზე
- ქვრივიშვილი: სპარსეთის ყურის ქვეყნებში გაძლიერდა ნდობა, რომ ჩვენი მომავალი პოზიტიურია
- სებ ჩინურ CIPS-თან თანამშრომლობაზე: არ წარმოადგენს SWIFT-ის ალტერნატივას
- კობახიძე: ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა
- საქართველოს მოსახლეობის 56% ეკონომიკურ კრიზისს ელის – ACTR-ის კვლევა
- ყოველ მე-5 მოქალაქეს სესხზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება აქვს – "საზოგადოება და ბანკები"




