შარლ მიშელის შეთანხმება

აშშ: ცესკოზე პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება ძირს უთხრის შეთანხმებულ ძალისხმევას


აშშ-ს საელჩო პარლამენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩოს შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი არასაჭირო ნაბიჯი, დაშორებული იმ ვალდებულებებისგან, რომელიც მმართველმა პარტიამ მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აიღო. 

საელჩო მოუწოდებს პარლამენტს, სამოქალაქო საზოგადოებას, პრეზიდენტსა და მის გუნდს ერთობლივი მუშაობისკენ ყველაზე მაღალკვალიფიციურ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ კანდიდატებზე მრავალპარტიული კონსენსუსის მისაღწევად ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ პოზიციების დასაკავებლად, რომლებიც თებერვალში გახდება ვაკანტური.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ბოლოდროინდელი რეფორმების გაუქმებაზე, ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიციები მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე შეივსოს. ეს არის კიდევ ერთი არასაჭირო ნაბიჯი, დაშორებული იმ ვალდებულებებისგან, რომელიც მმართველმა პარტიამ მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აიღო, ოდირის დიდი ხნის არსებული რეკომენდაციების შესრულებით, ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით საქართველოს საარჩევნო სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის.

იმისათვის რომ საქართველოს ამომრჩევლებს ჰქონდეთ ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ, ისინი უნდა ენდობოდნენ ცენტრალური საარჩრევნო კომისიის წევრების მიუკერძოებლობას, დამოუკიდებლობასა და კვალიფიკაციას. სწორედ ამას ისახავდა მიზნად წინა, კონსენსუსზე დაფუძნებული პროცედურა,რომელზეც მმართველი პარტია და ოპოზიცია შეთანხმდა, სანამ ეს წესი პროცესის ბოლოს შეიცვალა ინკლუზიური კონსულტაციის გარეშე.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას პარლამენტში, სამოქალაქო საზოგადოებას, პრეზიდენტსა და მის გუნდს ერთობლივი მუშაობისკენ ყველაზე მაღალკვალიფიციურ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ კანდიდატებზე მრავალპარტიული კონსენსუსის მისაღწევად ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ პოზიციების დასაკავებლად, რომლებიც თებერვალში გახდება ვაკანტური.
 

17 დეკემბერს, პარლამენტმა მიერ ცესკო-ს წევრებისა და ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესი შეცვალა.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევისთვის განსაზღვრული იქნება ორი კენჭისყრა. კერძოდ, პირველ შემთხვევაში, საკადრო ცვლილების მისაღებად 100 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების მიღება პირველ კენჭისყრაზე ვერ იქნება, მეორე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც გადაწყვეტილების მიღება 76 დეპუტატს შეეძლება, თუმცა ამ შემთხვევაში, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა ისევ ექვსი თვით მოხდება, რაც დღეს მოქმედი კანონით არის გათვალისწინებული.

ასევე, ახალი ცვლილებების შედეგად, შემცირდა გადაწყვეტილების მიღების ვადები, რადგან საკადრო ცვლილებების მიღებისთვის სამი კენჭისყრა იყო გათვალისწინებული.

კომენტარები