ღამის კლუბები

KHIDI-ს წარმომადგენელი: დაუმესიჯეთ პრემიერმინისტრს, ამაღამ კლუბები იხსნება

KHIDI

"დაუმესიჯეთ პრემიერმინისტრს. ამაღამ კლუბები იხსნება" – ასე ეხმაურება კლუბ KHIDI-ს წარმომადგენელი, სოფო ებრალიძე შრომის ინსპექციის განცხადებას, რომ საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ მიუღია, შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის.

კლუბ MTKVARZE-ს დამფუძნებელი, ქეთა გაბუნია წერს, რომ საკოორდინაციო საბჭოსგან გახსნის დასტურს დღემდე, 17 დეკემბრამდე ელოდებოდნენ და დღეს დაგეგმილი ღონისძიებები კვლავ ჩატარდება.

7 დეკემბერს კლუბ ბასიანის თანადამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილი დაწერა, რომ 17 დეკემბრიდან კლუბები მუშაობას განაახლებდნენ.

20 ოქტომბერს ორაშვილმა დაწერა, რომ უსაფრთხოების წესების სრულად დაცვით ჩატარებულ ღონისძიებაზე, რომელსაც 1 500 ადამიანი ესწრებოდა, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 0.5%-ია. ორაშვილის ინფორმაციით, დახურულ სივრცეში ჩატარებულ კვლევაში მხოლოდ სრულად სრულად ვაქცინირებული (71.08%), კოვიდგადატანილი (12.04%) და PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე (16.88%) ადამიანები მონაწილეობდნენ.

კომენტარები