ღამის კლუბები

MTKVARZE-ს დამფუძნებელი: დღეს ჩატარდება ივენთები, დღესაც ველოდებოდით გახსნის დასტურს

კლუბ MTKVARZE-ს დამფუძნებელი, ქეთა გაბუნია შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. გაბუნია წერს, რომ საკოორდინაციო საბჭოსგან გახსნის დასტურს დღემდე, 17 დეკემბრამდე ელოდებოდნენ და დღეს დაგეგმილი ღონისძიებები კვლავ ჩატარდება.

"აბსოლუტურად ყველა პუნქტი გავლილი და შეთანხმებულია, სავენტილაციო სისტემის ტექნიკური მახასიათებლებით დაწყებული, ტევადობის და შიგნით ოპერირების საკითხებით დამთავრებული.

მათ დიდი ხანია იციან, რომ 17-18 დეკემბერს ვიხსნებით და ოფიციალურ დასტურს საკოორდინაციო საბჭოსგან ველოდებოდით დღესაც, რადგან წინა 2 გადაიდო ჯერ მინისტრის გადადგომას და შემდეგ პრემიერის მივლინების გამო. აი ახლა, საღამოს 6 საათზე ვკითხულობთ ამას. რა არის ეს, თუ არა მიზანმიმართული განადგურება და უბრალოდ ჩვენი გაქრობის მცდელობა. დღეს ჩატარდება ივენთები!!!" – წერს გაბუნია.

შრომის ინსპექცია ღამის კლუბებში ღონისძიებებამდე რამდენიმე საათით ადრე აცხადებს, რომ გამართვა ნებადართული არაა. 7 დეკემბერს კლუბ ბასიანის თანადამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილი დაწერა, რომ 17 დეკემბრიდან კლუბები მუშაობას განაახლებდნენ.

კომენტარები