ღამის კლუბები

კალოიანი კლუბებზე: მოქალაქეობრივი გადაწყვეტილება იყო – არგუმენტებსა და საუბარს შედეგი აქვს

შეზღუდვები, ამ ეტაპზე, არ მიმაჩნია ეფექტურად და, რეალურად, პანდემიის მართვის ახალი მიმართულება, რაც მსოფლიომ მიიღო და შედეგებიც არის, შეზღუდვა არ არის. მნიშვნელოვანია წერტილოვანი, მიზანმიმართული მოქმედებები. მაგალითად, ძალიან მოქალაქეობრივი გადაწყვეტილება იყო ღამის კლუბების ხელმძღვანელების, რომლებმაც თავად შეაჩერეს ფუნქციონირება. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ადამიანებთან საუბარს, არგუმენტებსა და ციფრებს აქვს შედეგი, ისინი თვითმკვლელები არ არიან და ეს იყო ჩვენი მოქალაქეების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადაწყვეტილება პანდემიის მართვის პერიოდში. 

დღეს ჩვენ ვართ ომიკრონის სისუსტის და საკუთარი პასუხისმგებლობის იმედად. სამწუხაროდ, სახელმწიფომ გვითხრა, რომ ეს 50 ტესტი, ისიც კოჭლი, არის მაქსიმუმი, რასაც გააკეთებს. სამედიცინო სისტემა რაც გვაქვს, ეს გვაქვს, მისი გამოწვევებით და ადამიანების ფიზიკურ გამძლეობაზე და მორალურ გამძლეობაზე. ჩვენი დაცვა ამ ეტაპზე არის მაქსიმალურად გამოყენება სამედიცინო ნიღბის, მაქსიმალურად თვითშეზღუდვა დახურულ სივრცეში დიდხანს ყოფნის და დისტანცირება.  

ამბობს ევროპული საქართველოს მდივანი ჯანდაცვის საკითხებში, ვახტანგ კალოიანი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. კლუბებმა, KHIDI-მა და BASSIANI-მა დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. კლუბები გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ბოლო ღონისძიებებს 14-15 იანვარს გამართავენ.

კომენტარები