ეკონომიკა

საქსტატი: საშუალო თვიური ხელფასი 1 368 ლარამდე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.4%-ით [129 ლარით] გაიზარდა და 1 368 ლარი შეადგინა. 

მაღალი ხელფასებია შემდეგ დარგებში: 

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 234 ლარი (ზრდა 10.4%);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 2 193 ლარი (ზრდა 2%);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 003 ლარი (ზრდა 4.3%).

2021 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1106 ლარით, ხოლო კაცების – 1 612 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 128.2 ლარი (13.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 139.6 ლარი (9.5%).

კომენტარები