აზარტული თამაშები

ჯაღმაიძე: იდეალურ შემთხვევაში ვისურვებდით, საერთოდ იყოს აკრძალული აზარტული თამაშები

ძალიან მნიშვნელოვანია რეგულაციები. იდეალურ შემთხვევაში ვისურვებდით, საერთოდ იყოს აკრძალული აზარტული თამაშები. თუმცა, დღეს ვმსჯელობთ რაღაც ეტაპზე გადასასვლელად - რეგულაციების მიღებაზე, რომლებიც შეზღუდავს ძალიან ბევრ ახალგაზრდას. ნებისმიერი ბიზნესის ბუნებრივი რეფლესია დაიცვას საკუთარი ინტერესები, გასაგებია მათი არგუმენტები, თუმცა, როდესაც ვიცით, რა სოციალური ნეგატიური მოვლენები მოსდევს ამ დაურეგულირებელ სფეროს, ცხადია, პრიორიტეტი უნდა გაკეთდეს მოსახლეობის დასაცავად. 

თქვა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საკომიტეტო მოსმენის შემდეგ. 2021 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ბიურომ გადაწყვიტა, დაჩქარებული წესით განიხილოს კანონპროექტი აზარტული თამაშების რეკლამირებაზე. კანონში ინიციირებული ცვლილებების მიხედვით, აიკრძალება აზარტული თამაშების რეკლამირება.

კომენტარები