აზარტული თამაშები

პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვის კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

Reuters

საქართველოს პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვის კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებები პირველი მარტიდან განხორციელდება.

საქართველოს მთავრობა აზარტული თამაშების სფეროს მკაცრად დარეგულირებას, ონლაინ კაზინოების შეზღუდვას და გადასახადების გაზრდას გეგმავს. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აზარტული თამაშების კომპანიებს რეკლამის განთავსების უფლება სრულად შეეზღუდებათ, 25 წლამდე ასაკის პირებს კი – თამაშის უფლება. 

 

კომენტარები