კითხვა იყო, 21-დან 25 წლამდე რატომ აწიეს ასაკიო? პირველი - ის ტვინის უჯრედები, რომლებიც პასუხს აგებენ ემოციაზე, ლაბილურნი არიან და ყალიბდებიან დროთა განმავლობაში. მედეგნი ხდებიან დროის დოლაბის დატრიალების შემდეგ. 25 კი არა, 30 წლამდე ავწევდი ამ ასაკს.
აზარტული თამაშები
კახაძე აზარტულ თამაშებზე: 25 წლამდე რატომ აწიეს ასაკიო? 25 კი არა, 30 წლამდე ავწევდი
tbl.ge/5svo
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე აზარტული თამაშების შეზღუდვის განხილვისას. 15 დეკემბერს პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვის საკითხს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საქართველოს მთავრობა აზარტული თამაშების სფეროს მკაცრად დარეგულირებას, ონლაინ კაზინოების შეზღუდვას და გადასახადების გაზრდას გეგმავს. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აზარტული თამაშების კომპანიებს რეკლამის განთავსების უფლება სრულად შეეზღუდებათ, 25 წლამდე ასაკის პირებს კი – თამაშის უფლება.
ამავე თემაზე
- ღარიბაშვილი: ონლაინ კაზინოებში თამაში ადამიანებმა უსაქმურობის გამო დაიწყეს
- პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვის კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა
- ღარიბაშვილი: აზარტული თამაშების ბიზნესს ხელშეწყობა ექნება
- პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვის კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
- ელისაშვილი აზარტულ თამაშებზე: ოცნება ძლივს ძალიან კარგ რაღაცას აკეთებს