კახა კალაძე

კალაძე: ჩემი დაპირებაა, რომ არც ერთი თბილისელი ოჯახი არ დარჩეს უსახლკაროდ

ვგგეგმავთ, რომ არც ერთი თბილისელი ოჯახი არ დარჩეს უსახლკაროდ – ეს არის ჩემი დაპირება. ამისთვის ვქმნით მუნიციპალურ საბინაო ფონდს და თბილისელ ოჯახებს, რომლებსაც დაკარგული აქვთ ან არ გააჩნიათ სახლ-კარი, სარგებლობის უფლებით გადაეცემათ საცხოვრისი. დღეს, დაახლოებით, 400-მდე ოჯახი გვყავს, ვისაც უსახლკაროს სტატუსი აქვს. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ისინი მუნიციპალური ბინებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისისს საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

კომენტარები