აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანის თქმით, ქართველი ლიდერები რამდენჯერმე შეთანხმდნენ საარჩევნო რეოფრმისთვის საკონსტიტუცუი ცვლილებების მნიშვნელობაზე და სრულად პროპროციული არჩევნები უფრო დაბალი ბარიერით არის ის, რაც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება.
"პარტიები რამდენჯერმე შეთანხმდნენ საკონსტიტუციო რეფორმის მნიშვნელობაზე, სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლასა და უფრო დაბალ ბარიერზე. ეს [პროცესი] ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო და პარტიებმა ამ საკითხზე 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებით მოილაპარაკეს. პარტიები შეთანხმდნენ დაბალ ბარიერზე 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების შემდეგ ისინი კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ, რომ დაბალი საარჩევნო ბარიერი არის ის, რაც საქართველოს სჭირდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს იმ პარტიების მრავალფეროვნება, რომლებიც პარლამენტში შევლენ და საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა ინტერესები და პერსპექტივები უკეთ იყოს წარმოდგენილი."
ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პირველი კენჭისყრაც აჩვენებს, რომ ეს შეთანხმება არსებობს. ეს არის სწორი ამ მომენტში საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ეს არის ის, რაზეც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები მრავალ სხვადასხვა დროს შეთანხმდნენ. ასე რომ, არაფერი შეცვლილა. ეს არის ის, რაც ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს მიაჩნიათ საუკეთესოდ საქართველოს ინტერესებისთვის" - თქვა კელი დეგნანმა.
პარლამენტმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა შეჩერებულია. ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი რომელიც 2024 წლიდან შევა ძალაში სრულიად თავსებადია დემოკრატიულ სტანდარტებთან და ბარიერის დაწევისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების აუცილებლობა არ არსებობს. კობახიძის თქმით, რადგან ანულირებულია 19 აპრილს მიღწეული შარლ მიშელის შეთანხმება, რომელშიც საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევა იყო გაწერილი, აღარ არსებობს ბარიერის დაწევის ვალდებულება.