საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: კონკრეტული სუბიექტების მოქმედებაზეა დამოკიდებული

საკონსტიტუციო ცვლილების მიღების ვალდებულება აღარ არსებობს, გამომდინარე იქიდან რომ ანულირებულია ის შეთანხმება, რომელშიც იყო გაწერილი 2%-იანი ბარიერის ამოქმედება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის. აქედან გამომდინარე, თუ რამე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჩვენი კეთილი ნების საფუძველზე და მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის იქნება დემოკრატიული სისტემის განვითარების ინტერესი. დარჩება 5%-იანი ბარიერი, ამოქმედდება 2%-აინი ბარიერი, გადაწყდება 3%-იანი ბარიერი თუ ა.შ. თითოეული ეს გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ რა ჩაითვლება მიზანშეწონილად ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ამ მოკლევადიანი პერსპექტივისთვის. 

ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ზუსტად ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ რაზე, ბევრი რამე იქნება კონკრეტული სუბიექტების მოქმედებაზე დამოკიდებული. განსაკუთრებით საუბარია იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც დღეს კვლავაც ხელს უწყობენ პოლარიზაციას. როგორც პარლამენტს გარეთ, ისე პარლამენტს შიგნით. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ის ერთერში. 

კომენტარები