ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებაზე. ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ არავითარი აუცილებლობა, ბუნებრივია, ამ ცვლილებების მიღების არ არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ ის, ბარიერი, რომელიც ამოქმედდება 2024 წლიდან, არის სრულად თავსებადი დემოკრატიულ სტანდარტებთან. ეს არის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, 2024 წლიდან ყველა შემთხვევაში ამოქმედდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი ბარიერით. რაც შეეხება 2%-იან ბარიერს, უკეთესია თუ არა ეს 5%-იანზე, ამაზე არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება, უარესიცაა.
ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ოპოზიციას და ეს საჩუქარი მათ გაუკეთდება თუ არა, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ჩვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.